Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავლაბრის სასახლე, შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმად გადაკეთდეს


„გაგიმხელთ ერთ-ერთ ვერსიას, რომელსაც ვეთანხმები და არჩილ თალაკვაძესა და სხვა ჩემს კოლეგებთან ერთად მისი თანაავტორიც ვარ. შესაძლებელია, ავლაბრის სასახლეში იყოს ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი. თუმცა, ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ვერსია ვერსიათა შორის“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების ემდეგ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და სხვა რამდენიმე პრინციპული საკითხის გარდა, უმრავლესობამ 2 თებერვლის სხდომაზე პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის მომავალზეც იმსჯელა.

მდინარაძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა განთავსდება ავლაბრის სასახლეში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG