Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე შვიდი პირის პატიმრობას ითხოვს


საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდის მიმართ პატიმრობის, ხოლო ერთი პირის მიმართ - გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ამის შესახებ გახმაურებული საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ 7 პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია. ამ 7 პირიდან ერთ-ერთი არის ის, რომელმაც youtube-ზე, საჯარო ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო პორტალზე ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე youtube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები, რაც მის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი გახდა", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით პოლიციამ 17 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

XS
SM
MD
LG