Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გამოსცადა ახალი ფრთოსანი რაკეტა


ფრთოსანი რაკეტა "ჰოვეიზე"
ფრთოსანი რაკეტა "ჰოვეიზე"

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 2 თებერვალს ირანის რევოლუციის 40-წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის სამხედრო ძალებმა 1350 კილომეტრი სიშორის რადიუსში მოქმედი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა.

ირანის თავდაცვის მინისტრის ამირ ჰატამის ინფორმაციით, რაკეტა „ჰოვეიზემ“, რომელიც ირანშია დამზადებული ყოველგვარი უცხოური დახმარების გარეშე, ზუსტად დააზიანა წარმოსახული სამიზნე.

აშშ-ი გამოვიდა 2015 წელს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმებიდან, რომელიც, ვაშინგტონის თანახმად, ხელს არ უშლის ირანს განავითაროს სარაკეტო შეიარაღება, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელს.

თეირანი აცხადებს, რომ მის რაკეტებს არ შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა.

XS
SM
MD
LG