კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბარნოვის ქ. N80-თან წყალმომარაგების 900 მმ-იანი მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მომდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბარნოვის ქ. N72-დან N80-მდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
წყალმომარაგება შეეზღუდა ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე 4 თებერვალის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.
3 თებერვალს გამთენიისას ბარნოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების და კომერციული ფართის პირველ სართულზე წყალი შევიდა მაგისტრალური წყალსადენის მილის გახეთქვის გამო.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლების და კომერციული ფართის პირველი სართულები.