Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის მრავალ ქალაქში გაიმართა ანტისამთავრობო აქციები


ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში 2 თებერვალს გამართულ ანტისამთავრობო აქციებში, რომლის მთავარი მოთხოვნაა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომა.

საპროტესტო აქციები სარაევოში შარშან დაიწყო ჰეშტეგით # 1 ხუთი მილიონის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ გადადგება ქუჩაში 5 მილიონი დემონსტრანტიც რომ გამოვიდეს.

2 თებერვალს დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობას შეუერთდნენ ბელგრადის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც მოუწოდეს თავიანთ თანატოლებს, რომ ერთად მოითხოვონ განათლების მინისტრ მლადენ სარცევიჩის გადადგომა.

ერთი კვირის წინ სერბეთის განათლების მინისტრმა ანტისამთავრობო მოძრაობის მხარდამჭერ პროფესორთა ჯგუფს „არასერიოზული“ უწოდა.

დემონსტრანტები პრეზიდენტ ვუჩიჩს ადანაშაულებენ დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მედიის კონტროლში. ვუჩიჩი უარყოს ბრალდებებს.

დემონსტრაციები სერბეთში გრძელდება გასული წლის ნომებერიდან, როდესაც ბანდიტების ჯგუფმა სასტიკად სცემა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორკო სტეფანოვიჩი.

XS
SM
MD
LG