Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იეჰოვას მოწმის შეურაცხყოფის გამო ერთი პირი დააკავეს


შსს-ს თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ი.-მ თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG