Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: მსხვილი ენერგეტიკული პროექტები უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისათვის სჭირდება „მეტი დადგმული სიმძლავრე ენერგეტიკაში“.

თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ბუნების ხარჯზე, ხოლო ნებისმიერი მსხვილი პროექტის განხორციელება უნდა დაეფუძნოს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.

"თითოეული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ყველა პარამეტრს, მათ შორის სოციალურსაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, როგორ გაუმჯობესდება მათი ცხოვრება და გადაიჭრება მათი პრობლემები ამა თუ იმ პროექტის განხორციელების შემდეგ. მიმაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით დიდ ჰესებზე, კაშხლიან ჰესებზე, ეს უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და არა მარტივი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება”, - განაცხადა 3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

XS
SM
MD
LG