Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაირკვევა რა შინაარსის კოდექსით აპირებს საქართველო ბავშვთა უფლებების დაცვას


დღეს თბილისში გაიმართება ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაცია. დოკუმენტს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და გაეროს ბავშვთა ფონდი.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კოდექსის მიზანია, რომ ოჯახში ბავშვი დაცული იყოს და თუ ოჯახი ამას ვერ ახერხებს, ბავშვის დაცვაში ერთვება სახელმწიფო. კილაძის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მთავარი აქცენტი გაკეთდება ძალადობის, კრიმინალის და სხვადასხვა ტიპის, მათ შორის აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების პრევენციაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში ინიცირებული კოდექსის პირველად ვერსიაზე მსჯელობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ბავშვს ეკისრებოდა ბევრი ვალდებულება ოჯახის, საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე და არსებობდა არა უფლებების დაცვის, არამედ შეზღუდვის საფრთხე.

საბოლოოდ რა სახე მიიღო კოდექსის პროექტმა ცნობილი გახდება დღევანდელ პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG