აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მექსიკასთან საზღვარზე აგზავნის კიდევ 3750 სამხედრო მოსამსახურეს. დამატებითი კონტინგენტის განთავსების შემდეგ, საზღვარზე მყოფი სამხედროების რიცხვი 4350-მდე გაიზრდება. ამერიკელი ჯარისკაცები მექსიკასთან მოსაზღვრე რაიონებში სამი თვით დარჩებიან და მესაზღვრეებს დაეხმარებიან.
აშშ-ის მთავრობამ მექსიკასთან საზღვარზე სამხედროები გაგზავნა 2018 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან მექსიკაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების ქარავნი აშშ-ისკენ მიემართებოდა.
ნოემბრის ბოლოს მიგრანტების ჯგუფებმა აშშ-ის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს. მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.