Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილისთვის გაუგებარია იუსტიციის საბჭოს სხდომის გადადების მიზეზი


ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს 3 იანვარს, 22 საათისთვის შეატყობინეს, რომ 4 თებერვალს დანიშნული სხდომა არ ჩატარდებოდა. საბჭოს მიმდინარე საკითხები უნდა განეხილა.

ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, მიზეზად ის დაუსახელეს, რომ სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ საბჭოს მოსამართლე წევრები დიმიტრი გვრიტიშვილი და სერგო მეთოფიშვილი. ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ მიზეზით სხდომის გადადება გაუგებარია, რადგან ორი წევრის არდასწრება არ ნიშნავს, რომ სხდომაზე კვორუმი არ იქნებოდა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მუშაობის პერიოდში არ ახსოვს, რომ უკვე დანიშნული სხდომა წინა ღამით გადაედოთ. მისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ საბჭოს ერთდროულად ორმა წევრმა წინასწარ არ იცოდა, რომ დაგეგმილ სხდომას ვერ დაესწრებოდა და ეს მხოლოდ ღამით გაარკვიეს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულია მხოლოდ ერთი წინადადება, რომ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2019 წლის 4 თებერვალს არ გაიმართება.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG