Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ქვეყნები აღიარებენ გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად


ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ ოფიციალურად აღიარებენ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად.

ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც ოფიციალურად აღიარა გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად, რის თაობაზეც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტმა, მარგოტ ვალსტრიომმა მსგავსი განცხადებები გააკეთეს. 4 თებერვალს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ გუაიდოს აქვს „კანონიერი უფლება“ დანიშნოს არჩევნები. თუმცა მისი სიტყვებიდან არ ჩანს, უარს ამბობს თუ არა, შარშან არჩეული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობაზე.

3 თებერვალს ამოიწურა 8 დღიანი ვადა, რომელიც ევროპის კავშირის ქვეყნებმა დაუწესეს ვენესუელის პრეზიდენტად შარშან არჩეულ ნიკოლას მადუროს იმისთვის, რომ დანიშნონ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. გუაიდო კანონიერ პრეზიდენტა დაღიარეს აშშ-მა, კანადამ და სამხრეთი ამერიკის ზოგიერთმა სახელმწიფომ.

XS
SM
MD
LG