Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი ბავშვთა მიმართ ძალადობას შეეხება


ბავშვის უფლებებს საქართველოში მალე ახალი კოდექსი დაიცავს. კოდექსის პროექტი 4 თებერვალს წარადგინეს, რომელზედაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდმაც იმუშავა.

ბავშვთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთია იმ საკითხებს, შორის რომელიც პროექტში გათვალისწინებულია და ავტორების თქმით, ბავშვებზე ორიენტირებულ ერთიან სტრატეგიას ადგენს. გარდა ამისა, პროექტში საუბარია ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრაზე, ბავშვებს შორის ძალადობაზე, ბავშვთა გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა საკითხებზე.

კოდექსი შესაძლოა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღოს, თუმცა მანამდე სამოქალაქო საზოგადოებასთან და კომიტეტებში განიხილავენ. ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავება გაეროს ერთ-ერთი რეკომენდაციაც იყო.

XS
SM
MD
LG