Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში სარეკორდო მაჩვენებელზეა უცხოელი პატიმრების, მათ შორის ქართველების რიცხვი


გერმანიის ციხეებში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია პატიმარი უცხოელების, მათ შორის, ქართველების წილმა. ამის შესახებ ექსკლუზიურ რეპორტაჟში იტყობინება გერმანიის გაზეთი „რაინიშე პოსტი“.

მისი მონაცემებით, ბერლინსა და ჰამბურგში 50%-ს გადააჭარბა პატიმრებს შორის უცხოელების წილმა. საქსონიის მონაცემებით, 2016 წლის მარტში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფებოდა 482 უცხოელი, ორი წლის შემდეგ - 601, ხოლო ამჟამად მათი რიცხვია 981. აღმოსავლეთ გერმანიის ამ მხარის ციხეებში უცხოელების ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფებს შეადგენენ პოლონელი, ტუნეზიელი, ლიბიელი, ჩეხი და ქართველი პატიმრები.

მთელი გერმანიის მასშტაბით საერთო მაჩვენებლის შეჯამება ვერ მოხერხდა მონაცემების დადგენის თარიღებსა და მეთოდებს შორის განსხვავების გამო, მაგრამ ფედერაციის ყველა მხარიდან იუწყებიან ბოლო სამ-ხუთ წელიწადში უცხოელი პატიმრების რიცხვის ზრდის, ზოგ შემთხვევაში, მკვეთრად ზრდის შესახებ.

ქართველები მოხსენიებული არიან ბადენ-ვიურტენბერგის მხარის შემთხვევაშიც. „რაინიშე პოსტის“ ინფორმაციით, პატიმართა ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფებს შორის არიან თურქეთის, გამბიის, რუმინეთის, ალჟირის, იტალიის, საქართველოს, პოლონეთის, კოსოვოს, სირიისა და ალბანეთის მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG