რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ეწვია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ფრანცისკე არის პირველი პონტიფექსი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე სტუმრობს.
ის მონაწილეობს რელიგიათაშორის კონფერენციაში და ხვდება სუნიტ მუსლიმთა სწავლების ყველაზე ავტორიტეტიანი კერის, კაიროს ალ-აჟარის მეჩეთის დიდ იმამს, შეიხ აჰმეთ ალ-თაიებს.
კონფერენცია ორგანიზებულია უხუცესთა მუსულმანური საბჭოს ეგიდით, მან ხელი უნდა შეუწყოს რელიგიურ ფანატიზმთან ბრძოლას. ფრანცისკე თავის ვიზიტს მიიჩნევს შანსად „რელიგიებს შორის ურთიერთობის ისტორიაში ახალი გვერდის“ დასაწერად.
5 თებერვალს პაპი გაუძღვება ღია ცის ქვეშ მესას, რომელზეც 120 ათასამდე ადამიანს მოელიან.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს მილიონამდე უცხოელი კათოლიკე, უმტესობა ფილიპინებიდან და ინდოეთიდან.