Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აირჩევს


5 თებერვალს პარლამენტი აირჩევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი უკვე შეტანილია პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა გასული წლის ბოლოს დატოვა ეკა ბესელიამ. კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად დავით მათიკაშვილი ასრულებს

XS
SM
MD
LG