5 თებერვალს, 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფცია.
საქალაქო სასამართლოში 15 იანვარს დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების დავა უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და პრესკონფერენციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენა და ამ ქმედებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება.