Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ ერაყში ბაზის შენარჩუნება სურს ირანზე დასაკვირვებლად


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ სირიასა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ჩართულობის შემცირება სურს, მაგრამ ერაყში დატოვებს აშშ-ის სამხედრო ბაზას, რათა ვაშინგტონს შეეძლოს ახლოდან დააკვირდეს ირანს. "არ მომწონს დაუსრულებელი ომები" - განაცხადა ტრამპმა CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში 3 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან აშშ-ის კანონმდებლები და საერთაშორისო მოკავშირეები გააკვირვა გადაწყვეტილებით, რომ სირიიდან გამოყავს 2000-ვე ამერიკელი სამხედრო. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპი ასევე განიხილავს სამხედროთა ნაწილის გამოყვანის შესაძლებლობას ავღანეთიდან, სადაც ისინი 2001 წლიდან იმყოფებიან. ამ ნაბიჯებს კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან, შეშფოთება იყო აშშ-ის საერთაშორისო მოკავშირეების რიგებშიც. CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთში უკვე თითქმის 19 წელიწადია არიან და, მართალია თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგი ჯერაც უცნობია, "მათ მშვიდობა უნდათ. ისინი დაიღალენ. ყველა დაიღალა".

XS
SM
MD
LG