Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მხარს უჭერს ირანთან ვაჭრობის სისტემას, აკრიტიკებს თეირანის ნაბიჯებს


ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ირანთან ვაჭრობის ახალ მექანიზმს, აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით, თუმცა თეირანი მწვავედ გააკრიტიკა "დესტაბილიზაციის გამომწვევი" ბალისტიკური რაკეტების პროგრამის, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე გადადგმული "მტრული ნაბიჯების" და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩარევის გამო. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბლოკის ელჩებმა 4 თებერვალს ერთხმად დაამტკიცეს, ბრიუსელში ერთ კვირაზე მეტხანს მიმდინარე განხილვის შემდეგ, ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სურს გადარჩეს 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. განცხადება მიესალმება გასულ კვირაში საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის მიერ ფინანსური მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც კომპანიებს ირანთან ვაჭრობის საშუალებას მისცემს, ისე, რომ აშშ-ის სანქციების გამო პრობლემები არ შეიქმნებათ. განცხადების თანახმად, ეს სისტემა მიზნად ისახავს "დადებითი გავლენის მოხდენას ირანთან სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე, პირველ რიგში კი ირანელი ხალხის ცხოვრებაზე". თუმცა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭო "ღრმად შეშფოთებულია" ირანის მცდელობებით "გაზარდოს მისი რაკეტების რადიუსი და სიზუსტე", ისევე, როგორც სარაკეტო გამოცდების გახშირებით. განცხადება ირანს მოუწოდებს თავი შეიკავოს ასეთი ნაბიჯებისგან, რადგან ისინი "აღრმავებს უნდობლობას და ხელს უწყობს რეგიონის დესტაბილიზაციას".

XS
SM
MD
LG