საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში 2019“ ტერიტორიებად შეიტანა საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონი. ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთი ნაწილობრივ თავისუფალი ტერიტორიაა, „სამხრეთ ოსეთი“ კი არათავისუფალი.
ანგარიშის თანახმად, აფხაზეთს 100 საუკეთესოდან 41 საერთო ქულა აქვს, პოლიტიკური უფლებები 4 ქულითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლება 4,5 ქულით.
არათავისუფალ „სამხრეთ ოსეთს“ 100-დან მხოლოდ 10 ქულა მიენიჭა, პოლიტიკური უფლებები ყველაზე ცუდი - 7 ქულითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლება 6,5 ქულით. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასების სისტემით, საუკეთესო მაჩვენებელი 1 ქულით აღინიშნება, ყველაზე ცუდი კი, 7-ით.