პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს პოლიტიკური საბჭოს სხდომა. მასში მონაწილეობენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. სხდომას ესწრება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხების განსახილველად შეიკრიბა პარტიის პოლიტსაბჭო.