Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული აკრიტიკებს მოსკოვის მოლაპარაკებას თალიბანის მონაწილეობით


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი

5 თებერვალს მოსკოვში დაიწყება ორდღიანი ‘შიდაავღანური“ მოლაპარაკება, რომელშიც თალიბანის დელეგაციის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.

ეს შეხვედრა გააკრიტიკა ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ღანის ადმინისტრაციამ, რომელიც არ ღებულობს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებაში. რუსეთი აცხადებს, რომ იგი არ არის ამ მოლაპარაკების ორგანიზატორი და მასპინძლად ასახელებს მოსკოვში მოქმედი ავღანური დიასპორის ლიდერებს.

მოსკოვის შეხვედრის ფონია, ფართო საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში მიმდინარე 17-წლიანი ომის დასრულებას.

სამშვიდობო პროცესმა ინტენსიფიკაცია განიცადა მას მერე, რაც აშშ-მა მოლაპარაკებაში თავის წარმომადგენლად ზალმაი ხალილზადი დანიშნა. თალიბანი უარს ამბობს მოელაპარაკოს პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობას, რომელსაც ის აშშ-ის მარიონეტად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG