Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს მისი წინამორბედების "ავლაბრის სასახლის" გარდაქმნის იდეა მოსწონს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება პრეზიდენტის ყოფილ, „ავლაბრის სასახლეში“ საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. სალომე ზურაბიშვილის ეს პოზიცია მედიას გააცნო მისმა პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობს „ავლაბრის სასახლის“ მომავალი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით დაწყებულ კონსულტაციებში, თუმცა, პრეზიდენტსაც მიაჩნია, რომ კარგი იქნება შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მოსწონს „ავლაბრის სასახლეში“ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის, ან სხვა მუზეუმის განთავსების იდეაც, თუმცა, ამისთვის საჭიროა შენობაში შესაბამისი სტანდარტების არსებობა.

XS
SM
MD
LG