Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე: მე შეიძლება  წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ


გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

„მე შეიძლება წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს“,-განაცხადა საქართველო პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ. მისი "ქართული ოცცნების" რიგებიდან წასვლა-გარიცხვის საკითხი კი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გახდა აქტუალური.

დეპუტატი არ ეთანხმება განცხადების შინაარსს და ეჭვობს, რომ ღირებულებებით მეგობრებთან ერთად ძალიან დაშორდა უმრავლესობას:

„ჯერ დანამდვილებით გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაზეც გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო ვერ ვსაუბრობ...

უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს ვინ სად რჩება, ვის რა ღირებულებები გვაქვს და მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები.

მე შეიძლება წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს“,- გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მეგობრებთან ერთად მიიღებს.

XS
SM
MD
LG