Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის წლიური მოხსენების მთავარ თემებად წინასწარ სახელდება იმიგრაცია, სირია და ეკონომიკა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში გამოვა მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ტრამპისათვის ამ, რიგით მეორე ყოველწლიური მოხსენების მთავარ თემებად წინასწარ სახელდება იმიგრაცია, კონლფიქტები ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის ეკონომიკა.

5 თებერვლის გამოსვლის ფონია ტრამპის მწვავე უთანხმოება დემოკრატ კონგრესმენებთან. სულ რამდენიმე დღის წინ შეწყდა „შატდაუნი“ - სახელმწიფო უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერება, რამაც აშშ-ის ისტორიაში სარეკორდო 35 დღე გასტანა. „შატდაუნი“ მოჰყვა დემოკრატი კანონმდებლების უარს, მხარი დაეჭირათ მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებისათვის, რაც ტრამპს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად აქვს დასახული.

მაგრამ შეთანხმებას, რომელმაც „შატდაუნი“ შეაჩერა, ვადა ამოეწურება 15 თებერვალს, ტრამპი კი იმუქრება, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, თუ კონგრესი არ გამოყოფს 5,7 მილიარდ დოლარს კედლის დასაფინანსებლად. აშშ-ის კონსტიტუციით, კონგრესი იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო ხარჯების შესახებ.

"შატდაუნმა", რომელმაც ანაზღაურების გარეშე დატოვა ფედერალურ უწყებებში დასაქმებული ათასობით ადამიანი, მკვეთრად შეამცირა ტრამპის რეიტინგი.

XS
SM
MD
LG