Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე პუტინთან დაახლოებული აქტივისტის წინააღმდეგ


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობის დროს მისი ადმინისტრაციის უფროსის, ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატსა და სეპარატიზმში ეჭვმიტანის საფუძველზე.

მედვედჩუკი სათავეში უდგას პრორუსულ საზოგადოებრივ მოძრაობა „უკრაინის არჩევანს“ და ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლობლობით. პუტინის მონათლულია მისი ქალიშვილი დარია.

საქმის აღძვრის მიზეზი გახდა მედვედჩუკის განცხადება, რომ აუცილებელია უკრაინაში შეიქმნას „დონბასის ავტონომიური რეგიონი“ საკუთარი პარლამენტითა და მთავრობით. ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციის ნორმებს, წერს ფეისბუკში უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი, ლარისა სარგანი.

მედვედჩუკი იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მიჩნეულია პრომოსკოვური კურსის მხარდამჭერ გავლენიან პოლიტიკოსად. დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის მონაწილეობდა რუსეთსა და უკრაინაში დაპატიმრებულთა გაცვლის ორგანიზებაში.

XS
SM
MD
LG