ცენტრალური აზერბაიჯანის ქალაქ შემახას და მიმდებარე სოფლების ათობით მკვიდრმა მიაკითხა ექიმს მას მერე, რაც რეგიონში 5 თებერვალს მძლავრი მიწისძვრა მოხდა. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავის მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია მოთავსებული 58 წლის მამაკაცი, კიდევ სამს კიდურები აქვს დაშავებული. სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებს სულ 30-მდე პირმა მიაკითხა. მიწისძვრა, რომელიც 5 თებერვალს, საღამოს მოხდა, ეპიცენტრში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის ბაქოშიც იგრძნობოდა.