Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია „ქართულ ოცნებაში“ დარჩენაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ დადგა და მომწიფდა ეტაპი, როდესაც მან და რამდენიმე ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

დეპუტატმა განაცხადა, რომ მას აქამდეც ბევრი მიზეზი ჰქონდა პარტიის დასატოვებლად, თუმცა რადიკალური ნაბიჯი არ გადაუდგამს იმიტომ, რომ მისთვის „ქართული ოცნება“ ძალიან ძვირფასია.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში მიიღებს პარტიაში დარჩენის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას:

არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2012 წელს. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება. ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს.

მე, პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო - ჩვენ შევძლებთ თუ ვერა ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ცივი გონებით უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG