ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ბანკის საცავში, სავარაუდოდ, გვირაბით შეღწევისა და ქურდობისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
ანტვერპენის პროკურატურის განცხადებით, 27 წლის კაცს საქართველოდან გრანდიოზული მასშტაბის ქურდობა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედება ბრალად. კვირას, 3 იანვარს ანტვერპენში მდებარე ბანკის საცავში 30 სეიფი დააცარიელეს. ბელგიის პოლიცია ეძებს სხვა სავარაუდო დამნაშავეებს.
ქურდებმა, სავარაუდოდ, გვირაბი ბანკისგან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარე სახლიდან გათხარეს და საკანალიზაციო სისტემას დაუკავშირეს, მეორე გვირაბი კი - კანალიზაციიდან ბანკს.
სახლის მეპატრონის თქმით, ოთახები რამდენიმე თვის წინ მიაქირავა ორ ძმას.
გვირაბის ფოტოებს ბელგიური ტელეკომპანია ATV ავრცელებს.