საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს შეხვდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე, ადმინისტრაციის თანახმად, აღინიშნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.