Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში იარაღის ექსპორტის წესების დარღვევისთვის პატიმრობა მიესაჯა ყირგიზეთის ყოფილი ელჩის შვილს


აშშ-ში ყირგიზეთის ყოფილი ელჩის შვილს სამი წლით მიესაჯა პატიმრობა ამერიკის ციხეში, მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ ცდილობდა ჩეჩნეთში იარაღის შეტანას. მოსამართლე ტი ეს ელისმა განაჩენი იანვარში გამოიტანა, სამ თვეში მას შემდეგ, რაც ტენგიზ სიდიკოვი დათანხმდა ეღიარებინა იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის დარღვევის ბრალდება.

სიდიკოვი და კიდევ ერთი მამაკაცი, ელდარ რეზვანოვი, აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონის შემოგარენში 2018 წლის თებერვალში დააპატიმრეს. პროკურორები აცხადებდნენ, რომ სიდიკოვმა და რეზვანოვმა შეიძინეს 100-ზე მეტი დაშლილი ცეცხლსასროლი იარაღი და მათი ჩეჩნეთში გაგზავნა სცადეს, ლიცენზიის გარეშე.

სიდიკოვის დედა, ზამირა სიდიკოვა, ცნობილი ჟურნალისტია და 2005-2010 წლებში ვაშინგტონში ყირგიზეთის ელჩად მუშაობდა.

შარშან, მისი ვაჟის დაპატიმრების შემდეგ, ის ამბობდა, რომ მის შვილს არასწორად წაუყენეს ბრალდება, "გაუგებრობის" შედეგად. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიდიკოვამ თქვა, რომ განაჩენი ზედმეტად მკაცრია, რადგან განსასჯელები კარგად ვერ ერკვეოდნენ აშშ-ის ექსპორტის რეგულაციებში. "ბიჭებმა არ იცოდნენ, რომ ლიცენზია ესაჭიროებოდათო", განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

XS
SM
MD
LG