Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: ევროკავშირიდან ბრიტანეთის რიგიანად გასვლა შესაძლებელია მოლაპარაკების განახლების გარეშე


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან შეთანხმება ევროკავშირიდან რიგიანად გასვლის შესახებ შესაძლებელიაბ რექსიტის შესახებ უკვე არსებული შეთანხმების თაობაზე კიდევ ერთხელ მოლაპარაკების გარეშეც. ამის თაობაზე მერკელმა განცხადება გააკეთა, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება ბრექსიტის შეთანხმების კვლავ განხილვის თაობაზე. ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს 29 მარტს. 29 იანვარს ბრიტანელმა კანონმდებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რათა გადახედონ ხელშეკრულებას იმისთვის, რომ ამოღებულ იქნეს ეგრეთ წოდებული, „მხარდაჭერის“ პუნქტი, რომელიც ეხება საზღვარს ბრიტანეთის ნაწილს ჩრდილეთ ირლანდიასა და ევროკავშირის წევრს, ირლანდიის რესპუბლიკას შორის. ჩრდილოეთი ირლანდია ბრიტანეთთან ერთად აპირებს დატოვოს ევროკავშირი. ეს პუნქტი დოკუმენტში ჩაიწერა ევროკავშირის მოთხოვნით, როგორც სათადარიგო პუნქტი იმ მიზნით, რათა შეუზღუდავად შენარჩუნდეს ღია საზღვარი. მერკელის თქმით, გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია გასვლის შეთანხმების კვლავ გადახედვის გარეშეც. კანცლერის თანახმად, ევროკავშირმა უნდა დაიცვას თავისი შიდა ბაზარი“, მაგრამ, ასევე სურს, რომ შეიქმნას „საჭირო და მნიშვნელოვანი პირობები ევროკავშირის წევრი ქვეყნის ირლანდიისთვის„. ბრექსიტი და ევროკავშირის ფინანსებია მერკელის მოლაპარაკების თემა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ პელეგრინისთან, ასევე ცალკე სადილისა პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთის რესპუბლიკის, ასევე სლოვაკეთის მთავრობების მეთაურებთან, ეგრეთ წოდებულ, ვიშეგრადის ოთხეულის წევრებთან.

XS
SM
MD
LG