Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი კოსოვოში: ომის დამნაშავის ადგილი მთავრობაში არ არის


აშშ-ის ელჩმა სერბეთის ყოფილ ოლქ კოსოვოში, გააკრიტიკა კოსოვოს მთავრობა ომის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის პრემიერის მრჩევლად დანიშვნისთვის.

ელჩმა, ფილიპ კოსნეტმა 6 თებერვალს ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომ „მსჯავრდებულ ომის დამნაშავეებს კოსოვოს მთავრობაში ადგილი არ აქვთ“.

კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი მეთაურს, სილეიმან სელიმის შვიდი წელი მიუსაჯეს კოსოვოში, 1998-1999 წლების ომის დროს მის და მისი რაზმების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. სელიმი 25 იანვარს პირობით გაუშვეს ციხიდან სასჯელის მოხდამდე ორი წლით ადრე. ის პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინის მრჩევლად დაინიშნა საპატიმროდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG