7 თებერვალს თეთრ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივას.
ინიციატივის საწყისი ფონდი 50 მილიონი აშშ დოლარია.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძეც დაესწრო.
ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივას დონალდ ტრამპმა ხელი ოვალურ დარბაზში, 7 თებერვალს მოაწერა. ხელმოწერას პროექტის ავტორ, პრეზიდენტის მრჩეველ ივანკა ტრამპთან, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნებთან და რამდენიმე ქვეყნის წარმატებულ ქალთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე.
„მე როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გრანტის მიმღები ვიყავი მიწვეული, რადგანაც ამერიკის გადასახადების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, მათი ფული როგორ იხარჯება და რამდენი ადამიანის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ“- უთხრა ნინო ზამბახიძემ რადიო თავისუფლებას.
როგორ შეცვალა ამერიკულმა გრანტმა მისი ცხოვრება, ამის შესახებ ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპს და საზეიმო ცერემონიის სტუმრებს უამბო. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
ნინო ზამბახიძის განმარტებით ახალი ინიციატივა მოიცავს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, განათლებას, კანონმდებლობის შეცლას და ადვოკატირებას.
„იმედი მაქვს საქართველო არ იქნება გამონაკლისი და პროექტი საქართველოში მცხოვრები ქალების განვითარებასაც დაეხმარება“- ამბობს ნინო ზამბახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
თეთრ სახლში ვიზიტამდე, 22 იანვარს ნინო ზამბახიძემ სახელმწიფო ტენდერში უსამართლო დისკვალიფიკაციის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ შესაძლოა ფერმის გაყიდვაც მოუწიოს.