Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია: „კარდიფის“ ფეხბურთელი ემილიანო სალა ავიაკატასტროფაში დაიღუპა ლა-მანშის სრუტის თავზე


ემილიანო სალა
ემილიანო სალა

ბრიტანულ კლუბ „კარდიფის“ ფეხბურთელი, 28 წლის ემილიანო სალა ავიაკატასტროფაში დაიღუპა ლა-მანშის სრუტის თავზე. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა დორსეტის საგრაფოს პოლიციამ მას შემდეგ, რაც ამოიცნეს კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი გვამი. თვითმფრინავის პილოტის, დევიდ იბოტსონის გვამი ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.

არგენტინელი ფეხბურთელი იანვარში გადავიდა „კარდიფში“ საფრანგეთის „ნანტიდან“. 22 იანვარს ის თავის პირველ მატჩზე გაფრინდა ახალი გუნდის შემადგენლობაში სათამაშოდ. თვითმფრინავიდან მან გაგზავნა ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც შიშს გამოთქვამდა თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის გამო. ამის შემდეგ მალე თვითმფრინავი გაქრა რადარების ეკრანებიდან. დიდი ხნის ძებნის შემდეგ თვითმფრინავის ნამსხვრევები 4 თებერვალს აღმოაჩინეს ლა-მანშის ფსკერზე.

XS
SM
MD
LG