Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: ლევან მურუსიძეს დაშვებულ ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასება დაუწერეს


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს, 27 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული გასაუბრებისას, „ზეპირი კომუნიკაციის“ უნარში, საბჭოს წევრებმა დაშვებულ ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასება დაუწერეს.

სულხან სალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტსაც.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა. კენჭისყრის შედეგად მან 11 წევრის ხმა მიიღო.

XS
SM
MD
LG