Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე განათლების მინისტრს: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ეროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის დღენახევრიანი საანგარიშო გამოსვლა საქართველოს პარლამენტში შეიძლება შეფასდეს შეჯამებით, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საქმე ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს და წერილს, რომელიც, სამინისტროს თანახმად,აღნიშნულ სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ შევიდა უწყებაში.

ბატონო მინისტრო, წერილები, რომლებიც შედის იმ ფორმით, როგორითაც არის შესული ბატონი ქირიას მიერ დაწერილი წერილი, უბრალოდ არ მიიღება თქვენთან კანცელარიაში. არათუ რეაგირების ვალდებულება არა აქვთ, ჩვეულებრივად ვერც მოხვდება თქვენთან ეგეთი წერილი,“- აღნიშნა სერგი კაპანაძემ პლენარულ სხდომაზე და დეპუტატებს აჩვენა ნაწყვეტი ვიდეოჩანაწერიდან,რომელიც ექსპერიმენტის სახით გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“.

„ჩვენი თანამშრომელი გავუშვით განათლების სამინისტროში, მიიტანა ანონიმური წერილი, ოღონდ წერილი, რომელზეც, როგორც ქირიას ანონიმკაზე, ეწერა სახელი და გვარი და ფიქტიური მისამართი და გვაინტერესებდა ჩაიბარებდნენ თუ არ ჩაიბარებდნენ.“-აღნიშნა სერგი კაპანაძემ. ვიდეოს მიხედვით, განათლების სამინისტროში წერილი არ ჩაიბარეს პირადი ნომრისა და ტელეფონის მითითების გარეშე.

თუ ანონიმური გინდათ, არც სახელი და გვარი უნდა დაწეროთ და არც მისამართი“-უთხრეს „ევროპული საქართველოს წარმომადგენელს განათლების სამინისტროს კანცელარიაში.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ ექსპერიმენტის მიხედვით, ლავრენტი ქირიას ავტორობით დაწერილი წერილი განათლების სამინისტროში ვერ მოხვდებოდა, ეს შიგნიდანვე ორგანიზებული რომ არ ყოფილიყო.

სერგი კაპანაძე მოუწოდებს მინისტრს სამსახურიდან დაითხოვოს ყველა ის პირი, ვინც ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში არსებულ დარღვევებში ფიგურირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG