Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი 9-10 თებერვალს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 თებერვალს იმერეთის რეგიონს ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის სტუმრობის მიზანს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხადაჭერა წარმოადგენს.

9 თებერვალს პრეზიდენტი წყალტუბოში ჩავა, სადაც მოინახულებს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს, ფერმერულ მეურნეობას.

პრეზიდენტი დღის ბოლოს შეხვდება ხელოვნების წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილი 10 თებერვალს ეწვევა ქუთაისს.

პრეზიდენტს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უმასპინძლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG