კანადის მოქალაქეს ალექსანდრე ბისონეტეს, რომელმაც ორი წლის წინ, კვებეკში მდებარე მეჩეთში 6 ადამიანი მოკლა, 40- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თავდაპირველად ბრალდების მხარე მისთვის 150 წლით პატიმრობის მისჯას ითხოვდა, რაც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი იქნებოდა.
თუმცა, კვებეკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, "სასჯელი შურისძიებას არ უნდა დაემსგავსოს".
2017 წლის 29 იანვარს ალექსანდრე ბისონეტემ კვებეკში მდებარე მეჩეთში 6 ადამიანი მოკლა. სროლის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.