Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა განაცხადა, რომ ის „სრულად იცავს“ საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულების (INF) პირობებს


აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რუმინეთში.
აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რუმინეთში.

აშშ-მა განაცხადა, რომ ის „სრულად იცავს“ საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის ხელშეკრულების (INF) პირობებს. ამ განცხადებას, რომელიც ნატოში აშშ-ის მისიამ გამოაქვეყნა, წინ უსწრებდა რუსეთის მოთხოვნა, რომ აშშ-მა გაანადგუროს თავისი MK-41 ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც ნატოს წევრ რუმინეთშია განთავსებული, რათა კვლავ შესაბამისობაში მოვიდეს ცივი ომის პერიოდის მნიშვნელოვან ხელშეკრულებასთან.

3 თებერვალს რუსეთმა გააუქმა საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულება. მანამდე ერთი დღით ადრე აშშ-მა განაცხადა, რომ ექვსი თვის პერიოდში გავიდოდა ხელშეკრულებიდან, თუკი მოსკოვი არ შეწყვეტს ხელშეკრულების პირობების დარღვევას. მოსკოვი უარყოფს დარღვევებს.

XS
SM
MD
LG