Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ქუთაისში გამართავს შეხვედრებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოს შემდეგ დღეს, 10 თებერვალს ქუთაისში განაგრძობს შეხვედრებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, პრეზიდენტი დაათვალიერებს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჰესს, რომელიც საინჟინრო და ინდუსტრიული არქიტეტურის გამორჩეული ნიმუშია.

საქართველოს პრეზიდენტი დაათვალიერებს ასევე გაბაშვილის გორას, რომელზეც ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ინფორმაციას გათხრების შესახებ მას ექსპედიციის ხელმძღვანელები გააცნობენ.

სალომე ზურაბიშვილის ორდღიანი შეხვედრები იმერეთის რეგიონში დასრულდება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც იგი სიტყვით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის იმერეთში სტუმრობის მიზანი არის წინასაარჩევნო დაპირება, საქართველოს რეგიონების პოტენციალის გაცნობისა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერის შესახებ.

XS
SM
MD
LG