დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს.