მოძრაობის „ერთად სახლში“ ორგანიზებით, ბელგიის ქალაქ ლიეჟში ქართველი ემიგრანტების შეკრება გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ემიგრანტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეხვდება.
შეხვედრა კონგრესის სასახლეში თბილისის დროით 20 საათზეა დანიშნული. დისკუსია საქართველოს შესახებ რამდენიმე პანელზე გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მოძრაობის „ერთად სახლში“ წარმომადგენლები შეკრების მონაწილეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.