Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" დაგროვებითი პენსიის სისტემის შეჩერებას ითხოვს


საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ნაჩქარევად ამოქმედებულმა საპენსიო სისტემამ არაერთი ხარვეზი და პრობლემა აჩვენა, ამიტომ აუცილებელია მისი შეჩერება.

პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ შემოღებულმა, დაგროვებითი პენსიის სისტემამ დააზარალა დაბალხელფასიანი ადამიანები, რომლებსაც საპენსიო ფონდში უწევთ ხელფასის 2%-ის გადარიცხვა და დააზარალა ბიზნესი, რომელიც თითოეული დასაქმებულისთვის ფონდში ამდენივეს იხდის.

ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ახალმა სისტემამ გაზარდა მხოლოდ ბიუროკრატია საპენსიო სააგენტოს დირექტორის და თანამშრომლების სახით.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოქმედი სისტემა უნდა შეჩერდეს, სანამ პარლამენტი არ განიხილავს პარტიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ მოდელს.

„ევროპული საქართველოს“ მოდელით, ყველა ასაკის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩართვის უფლება და თავად უნდა განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG