„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იმედოვნებს, რომ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება.
მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის გადავადებას, მისი თქმით, სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს მხარს.
„როგორც მე ვიცი, უმრავლესობის შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად დაეთანხმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას და დავალება იყო, რომ კანონის შემუშავების დავალებაც იყო“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ეკა ბესელიასა და მისი მომხრე კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის შემდგომი განხილვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 11 თებერვალს იმსჯელებენ.