Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო მეთაური ახლო აღმოსავლეთში: სირიიდან ჯარის გაყვანა რამდენიმე კვირაში მოხდება


პენტაგონის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარებს მეთაურობს, აცხადებს, რომ აშშ-ის ჯარების გაყვანა სირიიდან რამდენიმე კვირაში დაიწყება. გენერალ ჯოზეფ ვოტელის თქმით, ზუსტი ვადები დამოკიდებულია ვითარებაზე თვითონ ქვეყანაში, სადაც აშშ-ის ორი ათასამდე სამხედრო მხარდაჭერას უწევდა სირიის არაბთა და თურქთა გაერთიანებულ რაზმებს ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. სირიიდან აშშ-ის ჯარის გამოიყვანს თაობაზე ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება.ზოგიერთი ცნობით, პროცესი უკვე დაიწყო. ვოტელმა განაცხადა აგრეთვე, რომ ის არ ფიქრობს, რომ აშშ აპირებდესჯარის რაოდენობის გაზრდას ერაყში, სადაც აშშ-ს ხუთი ათასი სამხედრო ჰყავს ტერორისტული დაჯგუფებებისწინააღმდეგ ბაღდადისთვის დახმარების გასაწევად.

XS
SM
MD
LG