Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გამოდის ბრექსიტის შემდეგ არმიის გაძლიერების მოწოდებით


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ ბრექსიტის შემდეგ უნდა გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობები. მისი თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ნაბიჯები, რომლებსაც დასავლეთი მიუღებლად მიიჩნევს, "საფასურის გარეშე არ ჩაივლის". ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო როიტერსი, რომელიც გაეცნო შესაბამის ტექსტს. გევინ უილიამსონი სიტყვით 11 თებერვალს, ლონდონში გამოვა და როიტერსი ამბობს, რომ ის მისი გამოსვლის ტექსტის ნაწყვეტებს გაეცნო. სააგენტოს ცნობით, უილიამსონი ხაზს გაუსვამს ვაშინგტონსა და ლონდონს შორის ახლო სამხედრო თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვაზე გაწეული ხარჯები, მისი თქმით რუსული პროვოკაციების ფონზე. დასავლეთსა და მოსკოვს შორის კავშირები რამდენიმე საკითხის გამოა დაძაბული, მათ შორის მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირების, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ჩარევის შესახებ ცნობების და ინგლისში ნერვული გაზით რუსეთის ყოფილ აგენტზე თავდასხმის, რაშიც დასავლეთი რუსეთს სდებს ბრალს. "რუსეთის ამგვარ ნაბიჯებს საფასური მოჰყვება" - იტყვის უილიამსონი ტექსტის თანახმად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG