Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრემიერმა ბრიტანეთის ელჩთან განიხილა სკრიპალის და გებრევის საქმეები


სოფიაში ბრიტანეთის ელჩმა ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილა შესაძლო კავშირი ბულგარეთში 2015 წელს მოწამლულ ბიზნესმენსა და შარშან, ბრიტანეთში, რუსეთის ყოფილ აგენტზე ნერვული გაზით თავდასხმას შორის.

ელჩი ემა ჰოპკინსი 11 თებერვალს შეხვდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს, მთავარ პროკურორ სოტირ ცაცაროვს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მლადენ მარინოვს და კონტრდაზვერვის სააგენტოს დირექტორს, დიმიტერ დიმიტროვს. შეხვედრის ფონია გავრცელებული ცნობები, რომ 2018 წლის მარტში, რუსეთის ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის სოლსბერიში მოწამვლაში მესამე ეჭვმიტანილი შესაძლოა ჩარეული იყო ბულგარელი ბიზნესმენის, ემილ გებრევის მოწამვლის საქმეში, 2015 წლის აპრილში.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში ჰოპკინსმა თქვა, რომ განიხილეს გებრევის მოწამვლის გარშემო არსებული ინფორმაცია და ლონდონი და სოფია რამდენიმე თვეა მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ საქმის გარშემო. ცაცაროვის თქმით, გებრევის მოწამვლის საქმის შესახებ თავდაპირველი მონაცემების თანახმად მის ყავაში და სახლში ნაპოვნ საჭმელში აღმოაჩინეს მწერების დასახოცი ნივთიერება ქლორპირიფოსი, თუმცა ქიმიური იარაღის კონვენციით აკრძალული რომელიმე ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG