Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყნეთში მუნიციპალური ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა


მუნიციპალური „ყვითელი ავტობუსი“ დაგორდა და ხეებს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.
მუნიციპალური „ყვითელი ავტობუსი“ დაგორდა და ხეებს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ადამიანი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, ერთი კი რეგიონულ ჰოსპიტალში. მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. მუნიციპალური „ყვითელი ავტობუსი“ დაგორდა და ხეებს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს მუხლი ეხება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყნეთში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

XS
SM
MD
LG