Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


რუსთავის სასამართლო
რუსთავის სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი წარდგენილი აქვს წინასწარი შეცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.

დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ითხოვა.

პროკურორ ლევან ჯალაღონიას ინფორმაციით, დაინიშნა სტაციონარული, ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული შეურაცხადი იყო, თუ არა.

მკვლელობა 10 თებერვალს მოხდა ქალაქ რუსთავში. მეორე დღეს, ექიმების მითითებით, ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG