Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა


გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი დავით კირკიტაძის გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. სხდომის დაწყებამდე ადვოკატი გამოხატავდა იმედს, რომ მოსამართლე მის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა.

„ჩვენ, დაცვის მხარე, სასამართლოს მივაწვდით უმნიშვნელოვანეს ახალ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ნულოვანს გახდის შანსს, რომ მის მიმართ ძალაში დარჩეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. ჩენ დღეს მოვითხოვთ, გაუქმებულ იქნას პატიმრობა და იგი გათავისუფლდეს სასამართლოს დარბაზიდან“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სხდომის დაწყების წინ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა 2018 წლის 20 დეკემბერს შეეფარდა. ის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სს კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძის დაკავებასა და პატიმრობას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

XS
SM
MD
LG